საზოგადოება: საქართველო 2011 წელს კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 4 ადგილით წინ წავიდა | Georgian News | ||
" საერთაშორისო გამჭირვალობამ" 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის რეზულტატები გამოაქვეყნა. როგორც ამ ორგანიზაციის ქართული ფილიალი აცხადებს, 182 ქვეყანას შორის, საქართველომ 64-ე ადგილი დაიკავა და მაქსიმალური 10 ქულიდან 4,1 ბალი მიიღო. საქართველოს შედეგები ევროკავშირის ძალინ ბევრი ქვეყნის შედეგს აღემატება. სლოვაკეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა უფრო დაბალი ქულები მიიღეს. აღნიშნული გამოკვლევის შესაბამისად, რომელიც საჯარო სექტორში კორუფციის აღქმას ასახავს, საქართველომ 4.1 ბალი მიიღო. 2010 წელს, საქართველოს 3,8 ქულა ჰქონდა და 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილას იკავებდა. "2011 წლის კორუფციის აღქმის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საქართველოში ეს ინდექსი უფრო მაღალია ვიდრე სხვა ევროკაშირის ქვეყნებში, როგორიცაა სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. საქართველოში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე ხორვატიაში, რომელიც ძალიან მალე შეუერთდება ევროკავშირს და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებს. თურქეთმა 61-ე ადგილი დაიკავა (4.1 ბალით). სხვა მეზებელ ქვეყნებში, კორუფციის აღქმის ინდექსი ბევრად მაღალია : სომხეთმა -129 ადგილი დაიკავა (2,6 ბალით), რუსეთმა და აზერბაიჯანმა 143- ე ადგილი დაიჭირა (2,4 ქულით)"-აცხადებენ ორგანიზაციაში. ყველაზე დაბალი დონე ახალ ზელანდიაში, დანიაში, ფინეთში, შვეიცარიასა და სინგაპურში აღნიშნება. ბოლო ადგილები კი დაიკავა უზბეკეთმა, ავღანეთმა, მიანმამ, ჩრდილო კორეამ და სომალმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4044.html
| |||
Posted by consul | 02 Dec 2011, 19:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.