პოლიტიკა: გასანოვი: საქართველო და აზერბაიჯანი აზუსტებს, თუ ვის ეკუთვნის ალბანური კულტურის ცენტრი | Georgian News | ||
სტურქტურების შესაბამისი ხაზების მიხედვით მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის ძველი ალბანური კულტურული ცენტრის ნაშთები, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე მდებარეობს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ–პოლიტიკური განყოფილების უფროსმა ალი გასანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამის თაობაზე «GHN» წერს. როგორც "ტრენდი" იუწყება, გასანოვმა განაცხადა, რომ სადავო მონასტრის "დავით გარეჯის" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ორი სახელმწიფოს საზღვარზე მდებარობს, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მეცნიერების ეროვნული აკადემია მუშაობს. გასანოვის განმარტებით, ამ დროისათვის აზერბაიანის სახელმწიფო მუშაობს იმ მიმართულებით, რომ გაარკვიოს თუ ვის მიეკუთვნება კავკასიის ალბანეთის ისტორიული ძეგლები. "საბჭოთა კავშირის დროს ალბანური ხედვის სისუსტისა და ალბანური ძეგლების დაუცველობის გამო ძალიან ბევრი ცდილობდა ეს ძეგლები მიეთვისებინათ. მართმადიდებლური სამყაროს წარმომადგენლები ცდილობდნენ რამოდენიმე ძეგლი მიეთვისებინათ. მათ გარკვეულ წილად მიაღწიეს კიდევაც ამას,"–განაცხადა გასანოვმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4043.html
| |||
Posted by consul | 02 Dec 2011, 19:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.