პოლიტიკა: ეროსი კინწმარიშვილი: ჩვენ მამუკა ღლონტს ვაიძულებთ "მაესტრო" დატოვოს | Georgian News | ||
მამუკა ღლონტმა კეთილსინდისიერება უნდა გამოიჩინოს და ტელეკომპანია "მაესტროს" შენობა უნდა დატოვოს, «GHN–სთან» საუბრისას განაცხადა კომპანიის მმართველმა დირექტორმა ეროსი კინწმარიშვილმა. " მე კომპანიის მმართველის სახით ვაკეთებ განცხადებებს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ჩვენ გვქონდა სრული შესაძლებლობა "მაესტროს" ინფორმაციული სამსახურის ტერიტორიის ბლოკირება მოგვეხდინა, ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გამოვიყნეთ და ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. აუცილებელია, რომ მამაუკა ღლონტმა კეთილსინდისიერება გამოიჩინოს და ტელეკომპანია დატოვის"–განაცხადა მან. კინწმარიშვილმა აღნიშნა, რომ "მაესტროს" მმართველი კომპანია მზადაა დამაარსებლებთან მოლაპარაკებები მედიატორების საშუალებით აწარმოოს. "ჩვენ მზად ვართ ისეთი მედიატორების საშუალებით, როგორიც АМЮГ ან სამოქალქო საზოგადოების სხვა ავტორიტეტული წარმომადგენლები, "მაესტროს" დამფუძნებლებსა და მმართველ კომპანიას შორის მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. თუ ეს არ მოხდება, და ისინი ამისათვის მზად არ არიან, მაშინ ჩვენ მათ უფლებას არ მივცეთ უკანონი მოქმედებების განხორციელება განაგრძონ და ამ დღეებში, ჩვენივე რესურსებთ ინფორმაციის საშუალებებსა და ჟურნალისტების საქმიანობაში ჩავერევით. ჩვენ ყველა რესურსის გამოყენებით მივაღწევთ იმას, რომ ტერიტორია რომელიც დაბლოკილი იქნა, გაიხსნას და ჟურნალისტებს მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეს და ჩვენ მამუკა ღლონტს ვაიძულებთ, რომ მან ჟურნალისტები ტყვეობაში აღარ ჰყავდეს. ჩვენ გვაქს სრული რესურსი იმასათვის, რომ მშვიდობიანად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ეს ბლოკირება მოვხსნათ,"– GHN–სთან საუბრისას განაცხადა კინწმარიშვილმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4042.html
| |||
Posted by consul | 02 Dec 2011, 19:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.