გარემო: 4–დან 9 დეკემბრამდე საქართველოს მთელ ტერიოტორიაზე | Georgian News | ||
სინოპტიკოსების ვარაუდის თანახმად, 4–დან 9 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარგი ამინდები იქნება. ღამით ტემპერატურა –4 და –5 გრადუსამდე დაეცემა, მაგრამ დღისით ჰაერი +4 და +5 გრადუსამდე გათბება. ყინვები შენარჩუნდება როგორც დაბალ, ისე მთიან და მაღამთიან რეგიონებში. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, ამ კვირაში აღმოსავლეთ საქართველოში სუსტი თოვლია მოსალოდნელი, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი წვიმასა და თოვლს ვარაუდობენ. მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების თქმით, დასავლეთ საქართველოში ამ ღამით და ხვალ, დღის პირველ ნახევარში სუსტი თოვლია მოსალოდნელი. "ამინდის ცვლილებები შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთით შემოჭრილმა ცივმა და ტენიანმა ჰაერის მასებმა განაპირობა"–განაცხადა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4039.html
| |||
Posted by consul | 01 Dec 2011, 19:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.