პოლიტიკა: ბარამიძე: ის, რაც დღეს ცხინვალში ხდება, ოკუპაციის ნაწილია | Georgian News | ||
ის, რაც დღეს ცხინვალში ხდება, რუსეთის მიერ განხორციელებადი ოკუპაციის ნაწილია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, როდესაც ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. ბარამიძის თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ცხინვალში ხდება, რუსულ საოკუპაციო ძალებს ეკისრება. „რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა, ცდილობს აჩვენს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს. თუმცა, იმ თამაშებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოებს, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებულად ალა ჯიოევა დასახელდა. არჩევნების პირველი ტური კი 13 ნოემბერს გაიმართა. მაშინ 11 კანდიდატიდან ვერც ერთმა მიიღო ხმათა აუცილებელი რაოდენობა, რის გამოც ხმის მიცემის მეორე ტური დაინიშნა. თუმცა, 29 ნოემბერს მარიონეტულმა უმაღლესმა სასამართლომ არჩევნების შედეგი, დარღვევების დიდი რაოდენობის გამო, არანამდვილად სცნო. მარიონეტულმა პარლამენტმა განმეორებითი არჩევნები დანიშნა, რომელთა ჩატარებაც 2012 წლის 25 მარტს იგეგმება. ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულმა ალა ჯიოევამ რეჟიმის მოქმედ ლიდერს ედუარდ კოკოითის ულტიმატუმი წაუყენა - ამ „სასამართლო გადაწყვეტილების“ გაუქმება დღევანდელი დღის (1 დეკემბერი) 18:00 საათამდე - და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „მოვლენათა შემდგომი განვითარების მთელ პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას“ აკისრებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4033.html
| |||
Posted by Drakula | 01 Dec 2011, 19:08 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.