ეს საინტერესოა: Forbes-მა აშშ-ის ყველაზე პერსპექტიული კომპანია დაასახელა | World News | ||
სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა Smashburger, რომელიც ბურგერებსა და სენდვიჩებზე არის სპეციალიზებული, 2011 წლის აშშ-ის ყველაზე პერსპექტიული კომპანიების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგი ჟურნალ Forbes-მა შეადგინა. სრული სია გამოცემის საიტზეა გამოქვეყნებული. თანმხლებ სტატიაში Forbesაღნიშნავს, რომ გამოცემის სპეციალისტებზე ლიდერი კომპანიის სწრაფმა და მტკიცე ზრდამ მოახდინა შთაბეჭდილება. 2007 წელს დაფუძნებულმა Smashburger-მა მიმდინარე წლის ბოლოს ყოველწლიური ამონაგები 54 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამჟამად ქსელის მმართველობის ქვეშ იმყოფება 143 სავაჭრო ობიექტი (როგორც ფირმის კუთვნილი, ისე ფრანშიზით მომუშავე). ამას გარდა, Smashburger-მა კიდევ 450 ფრანშაიზინგული ხელშეკრულება გააფორმა და კანადისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე გადის. Smashburger-ის დამფუძნებლები არიან დეივ პროკუპეკი და რომ რაიანი. რაიანს, თავის დროზე, ერთ-ერთი მმართველი პოზიცია ეკავა McDonald's-ში, ასევე მუშაობდა ისეთ კომპანიებში როგორებიცაა Pizza Hut, Quizno’s და Long John Silver’s. Forbes-ის სიაში მეორე ადგილზე პროგრამული უზრუნველყოფა BOKU-ის მწარმოებელი აღმოჩნდა. 2008 წელს დაფუძნებული ფირმა ეხმარება მომხმარებლებს, განახორციელონ საყიდლები ონლაინში არა საკრედიტო ბარათს, არამედ მობილური ტელეფონის საშუალებით. რეიტინგში მესამე სტრიქონი დაიკავა 2006 წელს შექმნილმა Digital Broadcasting Group-მა, რომელიც მსხვილი კორპორაციებისათვის (რომელთა შორისაა Wal-Mart, American Express, Coca-Cola და Ford) პრომორგოლებს უშვებს. ამის შემდეგ კომპანია ამ ვიდეოებს, ტრადიციულ რეკლამასთან ერთად, 2600 საიტზე ათავსებს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4032.html
| |||
Posted by Drakula | 01 Dec 2011, 19:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.