ეკონომიკა: სომეხი ინვესტორები საქართველოში არსებული ბიზნეს-პროექტებით დაინტერესდნენ | Georgian News | ||
სომეხი ინვესტორები საქართველოში არსებული ბიზნეს-პროექტებით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ სასტუმრო "რედისონში" გამართულ ქართულ-სომხურ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა. მისი განმარტების თანახმად, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოლწლიურად იზრდება. მინისტრის თქმით, 2011 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოდან სომხეთში 185 მილიონი დოლარის პროდუქტი იქნა ექსპორტირებული. "ის ფაქტი, რომ ფორუმზე ორივე ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ კარგი ეკონომიკური ურთიერთობები და პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ვფიქრობ, რომ იმ ინვესტორების სია, რომლებიც დღეს, ფორუმში იღებენ მონაწილეობას, სომხეთის მხრიდან საქართველოში ინვესტიციის ჩადების ინტერესზე მიუთითებს. დაინტერესება არსებობს ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და მშენებლობის სფეროში. სომეხი ინვესტორები ანაკლიითა და სხვა ტურისტული ზონებითაც დაინტერესდნენ"-განაცხადა მინისტრმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4027.html
| |||
Posted by consul | 01 Dec 2011, 19:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.