პოლიტიკა: თარგამაძე დასავლეთისგან რუსეთის ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას ელოდება | Georgian News | ||
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთოხების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე იმედოვნებს, რომ დასავლეთს რუსეთს კალინგრადის მხარეში განთავსებული РЛС კლასის რაკეტის "Воронеж-ДМ"–ის თავდასხმის საფრთხეზე "ადეკვატური" პასუხი ექნება. როგორც რია ნოვოსტი იუწყება, სადგურის განთავსების ბრძანება თავად რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამშაბათს გასცა. "ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობები დაიძაბება, როგორი დაძაბული პოლიტიკაც არსებობდა საქართველოსთან დაკავშირებით, ომის დაწყებამდე და ომის დამთავრების შემდეგ. ეს სინაგლის გამოხატულებაა, რომელსაც თანადროული, ადეკვატური რეაქცია თუ არ მოჰყვა, მაშინ რუსეთი ანალოგიურ ნაბიჯებს კიდევ გადადგამს,"–განაცხადა თარგამაძემ. მე გამოვთქვამ იმედს, რომ "მომდევნო ნაბიჯებს არ დაელოდებიან და დასავლეთი რუსეთს ადეკვატურ პასუხს გასცემს" ამავე დროს, თარგამაძემ რუსეთის მოქმედებას "გამომწვევი" უწოდა. "ეს გამომწვევი მოქმედებაა, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი, რაც შეიძლება მეტი სინაგლე გამოიჩინოს მედვედევმა, რომ შემდეგ პუტინი უფრო ცუდი არ გამოჩნდეს და მეორე – განსაზღვრონ კიდევ რამდენი გამომწვევი ნაბიჯის გადადგმაა შესაძლებელი. ასე რომ, რეალურად, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ის "ისქანდერები" , რომლებსაც ჩვენში ესროდნენ, მათ აღარ ჰყავთ"–აღნიშნა თარგამაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4024.html
| |||
Posted by consul | 30 Nov 2011, 19:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.