პოლიტიკა: კინწმარიშვილი: "მაესტროს 2012 წლის 30 ნომებრის შემდეგ დავტოვებ" | Georgian News | ||
კომპანიის დაამარსებელმა, "მაესტროს" ხელმძღვანელმა, ეროსი კინწმარიშვილმა განაცხადა, რომ მაესტროს ზუსტად 2012 წლის 30 ნოემბერს დატოვებს. როგორც კინწმარიშვილმა განმარტა, სწორედ ამ დროს გადის "მაესტროს" მმართველობას ვადა. კინწმარიშვილი ტელეკომპანიის ეზოში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, ამ დროისათვის ტელეკომპანიის შენობაში მამაუკა ღლონტია შეჭრილი, რომელიც უკანონო მოქმედებებს ახორციელებს. კინწმარიშვილმა აღნიშნა, რომ მას სურს ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეხვდეს და დაელაპარაკოს. ამდროულად, თანამშრობლების მოთხოვნა, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნების თაობაზე, კინწმარიშვილს უსაფუძვლოდ და არა ლეგიტიმურად მიაჩნია. როგორც კინწმარიშვილი აღნიშნავს, მან ტელეკომპანიის განვითარებაში 4,5 მილიონი ლარი ჩადო და თანხის სოლიდური ნაწილი გაფლანგული იქნა. "საქართველოს პარტიის" ერთერთი ლიდერი ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. დილიდან, ეროსი კინწმარიშვილი უცნობ პირებთან ერთად ტელეკომპანია "მაესტროს" შენობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტებს მუშაობის დაწყების საშუალება არ ჰქონდათ. ტელემაუწყებლობა დროებით შეწყვეტილი იქნა. მოგვიანებით, ტელეკომპანიის ერთერთი დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა რამოდენიმე თანამშრომელთან ერთად ტელეკომპანიის შენობაში შეღწევა შესძლო და "მაესტრომ" ღლონტოს განცხადების შემდეგ მაუწყებლობა განაგრძო. შენობაში ასევე მყოფი ეროსი კინწმარიშვილი მამუკა ღლონტისგან ტერიტორიის დატოვებას ითხოვს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4023.html
| |||
Posted by consul | 30 Nov 2011, 19:23 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.