მეცნიერება-ტექნოლოგიები: ტექნოგიგანტმა შესაძლოა ნეთბუქებზე უარი თქვას | World News | ||
კომპანია Samsung 2012 წელს ნეთბუქების გამოშვებაზე უარის თქმას გეგმავს. ამის შესახებ იტყობინება ფრანგული საიტი Blogeee.net წერილზე დაყრდნობით, რომელიც სამხრეთკორეულმა კომპანიამ, თითქოს-და, თავის სავაჭრო პარტნიორებს დაუგზავნა. წერილში ნათქვამია იმაზე, რომ Samsung აპირებს გადახედოს სტრატეგიას პორტატიულ კომპიუტერებთან მიმართებაში. 2012 წლის პირველ კვარტალში კომპანია თავისი ასორტიმენტიდან ამოიღებს 10.1 დიუმიანი ეკრანების მქონე ნოუთბუქების ხაზს. ამის ნაცვლად აქცენტი გაკეთდება 11.6 და 12 დიუმიანი ეკრანების მქონე მოდელებზე, ასევე „ულტრაბუქებზე“ - ზეთხელ ნოუთბუქებზე პლატფორმაზე Intel Sandy Bridge. სიახლის გამოქვეყნების მომენტისათვის არსებული მდგომარეობით Samsung-ს ამ ინფორმაციის არც ოფიციალური დადასტურება, არც უარყოფა არ შემოუთავაზებია. ნეთბუქებს, ჩვეულებრივ, აკუთვნებენ პორტატიულ ნოუთბუქებს პროცესორ Intel Atom-ის ბაზაზე და 7-12 დიუმის დიაგონალის ეკრანით. ყველაზე მეტად გავრცელებულია 10 დიუმიანი ეკრანების მქონე მოდელები. ნეთბუქების მთავარი უპირატესობებია დაბალი ფასი და ხანგრძლივი მუშაობის უნარი ბატარეაზე. ბოლო წლებში ნეთბუქები პლანშეტების მხრიდან ძლიერ კონკურენციას განიცდის. პლანშეტები, ინარჩუნებს რა ნეთბუქების მრავალ ღირსებას, უფრო კომპაქტური და ნაკლები წონისაა. ანალიტიკური კომპანია Gartner-ის მონაცემებით, რომლებიც 2011 წლის სამ კვარტალს მოიცავს, დასავლეთ ევროპაში ნეთბუქების გაყიდვები წლის განმავლობაში 40 პროცენტით დაეცა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4018.html
| |||
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.