პოლიტიკა: ლიბანმა სირიის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებაზე უარი განაცხადა | World News | ||
ლიბანი არ შეუერთდება სირიის საწინააღმდეგო ეკონომიკური სანქციების რეჟიმს, ამის შესახებ ტელეარხ "ალ–ჯაზირას" რედაქციული ბლოგი ავრცელებს ინფორმაციას. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადნან მანსურმა ეს გადაწვეტილება შემდეგნაირად განმარტა: " ჩვენ სანქციების დანერგვას ხმა არ მივეცით, რადგან არ ვეთანხმებით მას და მიგვაჩნია, რომ ეს სანქციები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს." დანერგილი სანქციები სირიის ცენტრალურ ბანკთან რაიმე ხელშეკრულების დადებას და სირიაში ნებისმიერი სახის პროექტის დაფინანსებას კრძალავს. გარდა ამისა, ზოგიერთ სირიელ ჩინოვნიკს სხვა არაბულ ქვეყანაში გამგზავრება აუკრძალეს. მთელ რიგ თანამდებობის პირებს ЛАГ–ის ტერიტორიაზე არსებულ ბანკებში ანგარიშები გაეყინებათ. სანქციის დანერგვისთვის ხმის მიცემის პროცესში ლიბანის დლეგაციამ თავი შეიკავა. ირანმაც უარი განაცხადა სირიის დასჯაზე. ლიბანისთვის საბანკო სფერო ერთერთი მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ამასთან ერთად, კერძო პირები, სახელმწიფო და კერძო საწარმოები მეზობელი სირიიდან, ლიბანელი ბანკირების საკმაოდ დიდ პროცენტს წარმოადგენენ. ამის გარდა, ლიბანის ხელისუფლება თითქმის მთლიანად აკონტროლებს შიიტურ დაჯგუფებას "ჰიზბალას", რომელიც მხარს უჭერს სირიასთან კარგ ურთიერთობას. როგორც მანამდე ვრცელდებოდა, ЛАГ–მა სირის წინააღმდეგ სანქციები იმის საპასუხიდ მიიღო, რომ მან არ ისურვა დამასკოში შეიარაღებული აჯანყების ჩაეხშობაში მონაწილეობა მიეღო. ლიგის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ სირიის ხელისუფლებას ქვეყანაში, არაბული ქვეყნდებიდან, ასეულობით დამკვირვებელი გაეშვა, რომლებიც ზუსტ სურათს შექმნიდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში. დამასკომ უარი განაცხადა ამ მოთხოვნის შესრულებაზე. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4017.html
| |||
Posted by consul | 29 Nov 2011, 19:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.