aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: Sunday Telegraph ბიძინა ივანიშვილის იდუმალი სასახლის შესახებ, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი Georgian News  Georgian News 
ბიძინა ივანიშვილის ფოლადისა და შუშის სასახლე, რომელიც თბილისში მდებარეობს, მის მფლობელს 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა და იგი იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ ააშენა, იტყობინება “GHN“. გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა Sunday Telegraph-ისა და სხვა უცხოური გამოცემების ჟურნალისტები თავის სასახლეში დაპატიჟა და გააცნო მათ სახლი, რომელშიც ცხოვრობს, ოჯახი და ის საკითხები, რომელთა გამოც იძულებული იყო, პოლიტიკაში მოსულიყო.



როგორც Sunday Telegraphწერს, ივანიშვილის სასახლე ათი წლის განმავლობაში შენდებოდა და მისი ორი ზედა სართული მთლიანად შუშისაგან არის დამზადებული, სახურავზე კი ვერთმფრენის მოედანია. სასახლე 10 000 კვადრატული მეტრის ფართობზე დგას. ერთ-ერთ შუშის კოშკში მრგვალი აუზია განლაგებული. ფოლადის სფეროში, რომელიც ბასეინის თავზეა, განთავსებულია პრივატული კაფე, ხოლო გარშემომყოფ ბაღებში დაყენებულია ზახ ხადიდის, ანიშ კაპუტის, დემიენ ჰერსტისა და ჰენრი მურის სკულპტურები.


როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ივანიშვილის სასახლეში ასევე განლაგებული იყო კერძო ზოოპარკი ზებრებითა და პინგვინებით, თუმცა მისი ვიზიტის დროს მან მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. ავტორი აღნიშნავს, რომ საშტატო ერთეულები, რომლებიც სასახლეს ემსახურებიან, გოლფის მანქანებით გადაადგილდებიან, ხოლო მფლობელის დამხმარეები სტუმრებს ესალმებიან სიტყვებით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში“.


შიგნით სასახლე არანაკლებად ექსტრაორდინალურად არის მოწყობილი. მფლობელის არტ-კოლექცია 1 მლრდ დოლარად ფასდება. ერთ-ერთ კედელზე ჩამოკიდებულია პაბლო პიკასოს ნამუშევარი „დორა მაარი კატით“ (ივანიშვილმა იგი 2006 წელს 95 200 ათას დოლარად შეიძინა), ხოლო ეგონ შილეს ტილო 40 მლნ დოლარად მთავარ ოფისს ამშვენებს. მოულოდნელია? მაგრამ აქ მხოლოდ ასლებია იმის შიშით, რომ ხელისუფლებები, რომლებიც მუდმივად ეძებენ ფულს, ორიგინალებს ჩამოართმევენ. ყველა ორიგინალი ლონდონში ინახება.


სტატიაში აღნიშნულია, რომ, სასახლის მფლობელმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონება 3.5 მლრდ ფუნტ სტერლინგად არის შეფაებული, ცოტახნის წინ თავისი სახლი უცხო პირებისთვის გახსნა და ადამიანებმა იგი სახეზე იცნეს.


ივანიშვილი ჟურნალისტებს კაბინეტში იღებდა, რომლის კედლებს მისი რამდენიმე საყვარელი ნახატი, მათ შორის კლოდ მონეს ტილო, ამშვენებს.


ივანიშვილმა ჟურნალისტებს მოუყვა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და რატომ გადაწყვიტა თავისი პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა დაერღვია.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4009.html
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:11 | News »
 

"ეს საინტერესოა: Sunday Telegraph ბიძინა ივანიშვილის იდუმალი სასახლის შესახებ, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian