პოლიტიკა: ირანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელს 150 ათასი რაკეტა დაუმიზნა და თურქეთს დაემუქრა | World News | ||
ირანის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა აჰმად ვახიდიმ განაცხადა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელს დაახლოებით 1500 ათასი რაკეტა დაუმიზნა, იუწყება “GHN“. ირანის წარმომადგენლები ასევე თურქეთის მისამართით მუქარით გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ნებისმიერი მომავალი კონფლიქტის შემთხვევაში ირანს შეუძლია თავისი რაკეტები ნატოს მიერ ცოტახნის წინ დაყენებულ რაკეტსაწინააღმდეგო ფარს დაუმიზნოს, გადმოსცემს „უკრინფორმი“ ახალი ამბების სააგენტო FARS-ზე მინიშნებით. ირანის მხრიდან აღნიშნული საომარი განცხადებები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის გამოქვეყნების შედეგ გაძლიერდა, რომელშიც ირწმუნებიან, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ფარულად შემუშავებას აგრძელებს. ამ ანგარიშმა უკვე გამოიწვია ანტიირანული სანქციების გამკაცრება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მხრიდან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4008.html
| |||
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.