საზოგადოება: ილია II: დიდი საქმეები სიმშვიდეში კეთდება | Georgian News | ||
სიმშვიდე ადამიანის სრულყოფას უწყობს ხელს, - განაცხადა გუშინ, 27 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს. „ადამიანი ან სრულყოფის, ან დაცემის გზაზე დგას. თუ ადამიანი ეცემა, იგი უსასრულოდ ეცემა, თუ მას არავინ დაეხმარება. ხოლო იმისათვის, რომ სრულყოფის გზაზე დადგე, აუცილებელია სარწმუნოება, სიყვარული, სიკეთე და მოწყალება“, - განაცხადა პატრიარქმა. „არის კიდევ ერთი პირობა, რომელიც სრულყოფას ხელს უწყობს, ეს სიმშვიდეა. სწორედ იგი აკლია დღესდღეობით თანამედროვე ადამიანს. ძალიან მარტივია სიმშვიდის შენარჩუნება კეთილდღეობაში, ხოლო როდესაც განსაცდელშია, ადამიანი მას კარგავს და მრავალ შეცდომას უშვებს. დიდი საქმეები, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ერისთვის, კეთდება მხოლოდ სიმშვიდეში, ლოცვაში და ხშირად მარტოობაში“, - აღნიშნა ილია II-მ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4006.html
| |||
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:05 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.