პოლიტიკა: ჩახვაძე: სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურულიიქნება | Georgian News | ||
სანამ საქართველო არ შეცვლის შრომის ქოდექსს, ევროკავშირის კარი მისთვის დახურული იქნება. ამის შესახებ პოლიტიკურ დებატებზე გუშინ, 25 ნოემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობის გარეშე ასევე შეუძლებელი იქნება. „სანამ მომუშავეთა გაფიცვა კრიმინალად იქნება მიჩნეული, რთული იქნება ქვეყნის წარმატებებზე საუბარი. წარმატების მიღწევა ვერც საშუალო ფენის ფორმირების გარეშე მოხერხდება. საქართველო ევროპის საბჭოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის უმუშევართა დაზღვევის სისტემა და დასაქმების პოლიტიკა“, - განაცხადა გურამ ჩახვაძემ. დეპუტატს მიაჩნია, რომ დასაქმების პოლიტიკის გამტარებელი უნდა იყოს სახელმწიფო სამსახური, რომლის შექმნის ვალდებულება საქართველომ თავის თავზე საერთაშორისო კონვენციასთან შემოერთების შედეგად აიღო. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4002.html
| |||
Posted by Drakula | 26 Nov 2011, 19:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.