პოლიტიკა: ვეფხვაძემ მთავრობის გეგმა თვითმფრინავიდან ჩამოგდებულ „სნიკერსებს“ შეადარა | Georgian News | ||
პარლამენტის დეპუტატს ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა თვითმფრინავიდან ხალხისთვის ჩამოგდებულ „სნიკერესებს“ ჰგავს. როგორც მან დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ პოლიტიკურ დებატებზე განაცხადა, ეს მოკლევადიანი გეგმაა, რომლითაც არ ჩანს, როგორ აისახება ეკონომიკასა და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრაზე მისი შესრულება. ვეფხვაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გეგმა სჭირდება. „ზოგჯერ რაღაც მოგივათ თავში და თვითმფრინავიდან „სნიკერსების“ ჩამოგდებას იწყებ. მაგრამ ადამიანი მიირთმევს თქვენს „სნიკერსს“, ნახევარ საათში კი კვლავ მოუნდება ჭამა. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილ გეგმაში ოთხი ძირითადი პრინციპი არ არის, რომლებიც წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისთვის არის აუცილებელი. პირველი - ესაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მეორე - ეკონომიკის სტიმულირება ტარიფების შემცირებით, მესამე - მონოპოლიის ალაგმვა და ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა და მეოთხე - სახელმწიფოს აქტიური ჩარევა შრომის ბაზარში. ამ პრინციპების იგნორირებით ჩვენ გაღარიბებულ მოსახლეობას ვიღებთ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3996.html
| |||
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.