ეკონომიკა: ნიკა გილაური: წელს საქართველოში პირველად შემცირდა უმუშევრობა | Business & Economics | ||
საქართველოს ხელისუფლებები კარგად ხვდებიან, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში 10-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის წარდგენის დროს, იუწყება “GHN“. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე პირველად შემცირდა, თუმცა ხელისუფლებები კარგად აცნობიერებენ, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი ღარიბი და უმუშევარი ადამიანია, არის სხვადასხვა პრობლემები. პრემიერმა აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნული პრობლემების აღსამოფხვრელად შემუშავდა 10 პუნქტისაგან შემდგარი სამთავრობო გეგმა და მასში ყველა პრიორიტეტია გათვლილი. პრემიერის გარდა, პარლამენტში დღეს, 25 ნოემბერს, გამართულ დებატებზე იმყოფებოდა 5 მინისტრი: სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იძულებით გადასახლებულთა საქმეებისა და დაბინავების მინისტრი კობა სუბელიანი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3995.html
| |||
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.