ეკონომიკა: ქობალია: „ქართულმა კომპანიებმა სხვა ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ“ | Business & Economics | ||
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ქართული კომპანიებისათვის რუსული ბაზარი ერთადერთი არ უნდა იყოს, ვინაიდან იგი არამდგრადია. ეს განცხადება მან გააკეთა მაშინ, როდესაც რუსულ ბაზარზე კომპანია „სარაჯიშვილის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. „მას მერე, რაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდება, იგი იძულებული იქნება, ქართულ პროდუქციაზე ემბარგო მოხსნას. თუმცა ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ რუსული ბაზარი ჩვენთვის ერთადერთი არ უნდა იყოს, ვინაიდან იგი არამდგრადია და ქართულმა კომპანიებმა სხვა ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ“, - განაცხადა მინისტრმა. წლის ბოლომდე კომპანია „სარაჯიშვილი“ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3994.html
| |||
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.