პოლიტიკა: ბოკერია: საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ | Georgian News | ||
საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ, თუმცა ქართული ხალხის ეს არჩევანი ურყევია, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებების 8-წლიან გზას აფასებდა. მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ „ჩვენ დავიბრუნეთ საქართველო და ჩვენივე ქვეყნის მესაკუთრენი გავხდით“. „“ვარდების რევოილუცია“ ერთ-ერთი მოვლენა იყო, რომელსაც საერთაშორისო ეფექტი ჰქონდა. საქართველო გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოდიოდეს ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან და როგორ უნდა დადგეს თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრების გზაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაგვივლია ეს გზა, მაგრამ ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ეს არჩევანი ურყევია და არა მთავრობის ან პრეზიდენტის, არამედ მთელი საქართველოს არჩევანია, რისი ყველაზე სიმბოლური მაგალითიც ბოლო პერიოდში „ვარდების რევოლუცია“ იყო“, - განაცხადა ბოკერიამ. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის შეფასებით, „დღეს საქართველო უფრო ძლიერი, ვიდრე უახლოეს წარსულში იყო“. „უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ კიდევ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე უახლოეს წარსულში იყო, თუმცა, ეს ის ამოცანა არაა, რომლის მიღწევაც გვსურდა. ჩვენ კიდევ წინ უნდა წავიდეთ და საბოლოოდ დავბრუნდეთ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია - ევროპაში, ჩრდილოატლანტიკური სივრცის თავისუფალი და ღირსეული ქვეყნების ოჯახში“, - განაცხადა ბოკერიამ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3991.html
| |||
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.