პოლიტიკა: ირაკლი ალასანია: ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდა | Georgian News | ||
ვარდების რევოლუციიდან 8 წელიწადში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდა, მიაჩნია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას, იტყობინება “GHN“. „საქართველო წინ მიიწევს, საზოგადოება ვითარდება. ამ ხელისუფლებებმა ინფრასტრუქტურის, ენერგოუსაფრთხოების განვითარებისათვის, კრიმინალთან ბრძოლაში ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, რაც, ბუნებრივია, შეფასებას იმსახურებს. მაგრამ არის ბევრი რამ, რაც პირად პოლიტიკურ თავისუფლებას, ეკონომიკურ განვითარებას ეხება. ეს ძირითადი მძიმე მემკვიდრეობაა, რომლებიც ეს ხელისუფლებები მიმდევრებს დაუტოვებენ“, - თქვა ალასანიამ “GHN“-თან საუბრისას. მან იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას ნაკლოვანებების გამოსწორებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. „დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შანსი მოგვეცემა იმისათვის, რომ ეტაპობრივად აღმოვფხვრათ პრობლემური საკითხები და კიდევ უფრო დავაახლოვოთ საქართველო ევროპასთან“, - თქვა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3989.html
| |||
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.