ეკონომიკა: ბაინდურაშვილი: საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელმა ომამდელ და კრიზისამდელ პერიოდს უკვე გაუსწრო | Business & Economics | ||
„საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტმა 1 739 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ ეს მონაცემები საგარეო ვაჭრობის ზრდად განვითარებას ასახავს. 2011 წლის მონაცემები არა მხოლოდ 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 221.4 მილიონი დოლარი) აღემატება, არამედ არც თუ ისე ჩამორჩება 2009-2010 წლების ჯამობრივ მაჩვენებელს (2 145.5 მილიონი). „ოფიციალური მონაცემებით, დაფიქსირდა არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, არამედ ისიც, რომ ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა კრიზისამდელი და ომამდელი პერიოდის ციფრებს. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ეს მხოლოდ 10 თვის მონაცემებია, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში ეკონომიკის მდგრადი განვითარება გრძელდება და ამ ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში 2011 წელი ეკონომიკური გარღვევის წელი იქნება“, - აღნიშნა ბაინდურაშვილმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3931.html
| |||
Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.