პოლიტიკა: სააკაშვილი: ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები პოლიტიკური პროცესებისაგან გამიჯნული უნდაიყოს | Georgian News | ||
ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები პოლიტიკური პროცესებისაგან უნდა იყოს გამიჯნული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის გახსნის დროს განაცხადა. „ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ეკონომიკური პროცესები პოლიტიკური პროცესებისაგან გამიჯნული იყოს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენდეს. ხალხი სტაბილურობასა და რეფორმებს მხარს უჭერს. ხალხი პოლიტიკურად უფრო რაციონალური გახდა. ადამიანებს უკვე კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეკონომიკური სტაბილურობა“, - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტი უმუშევრობაზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ ეს საგრძნობია, თუმცა ეკონომიკის აოხრებას ხელს არ უნდა უწყობდეს, ვინაიდან მისი განვითარება სწორ გზაზე მიდის“, - განაცხადა სააკაშვილმა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა აქცენტი პუტინზე გააკეთა და განაცხადა, რომ პუტინი, რომელსაც კვლავ პრეზიდენტობა სურს, ცდილობს საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან აჩვენოს, თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, „სამწუხაროდ, რუსეთს ნათელი მომავალი არ ელის“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3923.html
| |||
Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.