aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ევროპაში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით ლიდერი შეიცვალა World News  World News 
comScore-ის მონაცემებით, 2011 წლის სექტემბერში რუსეთმა გერმანიას ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით გაუსწრო და ევროპაში ქსელის აუდიტორიის სიდიდის მიხედვით უმსხვილესი ბაზარი გახდა. რუსულმა ინტერნეტ-აუდიტორიამ 15 წელზე უფროსი ასაკის 50.81 მლნ მომხმარებელი შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გერმანია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამ მაჩვენებლის მიხედვით ლიდერობდა, ამჟამად მეორე ადგილზეა 50.13 მლნ მომხმარებლით.



შემდეგი რეიტინგში საფრანგეთია - 42.34 მლნ ინტერნეტ-მომხმარებელი, ბრიტანეთი - 37.19 მლნ, იტალია - 23.74 მლნ და თურქეთი - 23.16 მლნ. სულ ევროპაში 373.43 მლნ ინტერნეტ-მომხმარებელია, ნათქვამია comScore-ის ანგარიშში. ქსელის მსოფლიო აუდიტორიამ სექტემბერში 1.42 მლრდ ადამიანი შეადგინა.


მიმდინარე წლის აპრილში რუსეთში 47.4 მლნ ინტერნეტ-მომხმარებელს ითვლიდნენ. მთლიანობაში, რუსულმა ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა 2009 წლის აპრილთან შედარებით აჩვენა, როდესაც ინტერნეტ-აუდიტორია მხოლოდ 31.3 მლნ ადამიანს შეადგენდა. ხოლო 2008 წლის ივნისში comScore-ის სპეციალისტებმა რუსეთში ქსელის 17.5 მლნ მომხმარებელი დაითვალეს.


საჭიროა აღინიშნოს, რომ ქსელშიმომხმარებელთა მიერ გატარებადი დროის საშუალო რაოდენობის მიხედვით რუსეთი პირველ ადგილზე არ აღმოჩნდა და სიაში შესულ მრავალ ქვეყანას დაუთმო. საშუალოდ, ყოველი რუსი მომხმარებელი ინტერნეტში თვეში 22.4 საათს ატარებს. ეს ევროპის საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად უფრო ცოტაა, რომელიც თვეში 26.4 საათს შეადგენს. ქსელში მომხმარებელთა მიერ გატარებადი დროის რაოდენობის მიხედვით ბრიტანეთი ლიდერობს - 35.6 საათი თვეში. მას მოსდევს ნიდერლანდები (33.4 საათი) და თურქეთი (32.2 საათი).


თვის განმავლობაში დათვალიერებული ვებ-გვერდების საშუალო რაოდენობით აღმოჩნდა თურქეთი 3807 გვერდის მაჩვენებლით. მას მოსდევს ნიდერლანდები და ბრიტანეთი. რუსეთის მაჩვენებელია 2439 გვერდი თვეში.


კომპანია Google-ის საიტები ევროპული ინტერნეტ-აუდიტორიისთვის ყველაზე პოპულარულად რჩება - მიმდინარე წლის სექტემბერში მათ 341.1 მლნ უნიკალური მომხმარებელი ან ევროპის ქვეყნების მთელი ინტერნეტ-აუდიტორიის 91%-ზე ესტუმრა. მეორე ადგილზეა კომპანია Microsoft-ის რესურსები - 263.3 მლნ უნიკალური სტუმარი (ევროპული ინტერნეტ-აუდიტორიის 70.5%), მესამეზე - Facebook.com 250 მლნ მომხმარებლის მაჩვენებლით.


ამას გარდა, comScore-ის ანალიტიკოსებმა თავიანთ ანგარიშში აღნიშნეს, რომ რუსული სოციალური ქსელი „Вконтакте“ აგრძელებს ყველაზე პოპულარულ ევროპულ რესურსებს შორის საიტზე მომხმარებელთა მიერ გატარებადი დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების დემონსტრაციას. 2011 წლის სექტემბერში „Вконтакте“-ის მომხმარებლები სოციალურ ქსელში თვეში საშუალოდ 7.1 საათს ატარებდნენ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3920.html
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:44 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ევროპაში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით ლიდერი შეიცვალა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian