ეს საინტერესოა: ჩინეთის სოფელში ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს | World News | ||
ცენტრალური ჩინეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მასმედიის წარმომადგენლებმა რუსი პრემიერის ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს, იუწყება „GHN“. ლო იუანპინი ცენტრალური ჩინეთის პროვინცია ანხოის სოფელ ლუნცზიუიში ცხოვრობს. იგი უბრალო გლეხია. 48 წლის ლო იუანპინის მსგავსება რუს პრემიერთან ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტმა აღმოაჩინა, რომელიც სოფელში მოხვდა. ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოსურათი გამოცემაში დაიბეჭდა, შემდეგ კი ანხოის პროვინციის ახალი ამბების პორტალზე მოხვდა, გადმოსცემს „РИА Новости“ სააგენტო „სინხუაზე“ მინიშნებით. როგორც „სინხუა“ იტყობინება, ლუნცზიუიში სპეციალურად გაგზავნილი კორესპონდენტები ამბობენ, რომ სოფელში ცნობილი პიროვნების გაჩენით მოხარულები არიან. ლო იუანპინს გაუმყარდა მეტსახელი „პუტინის ძმა“, რომლის წინააღმდეგი „ვარსკვლავი“ არ არის. „რასაკვირველია, მე კვლავ მე ვარ, კვლავ მინდორში ვმუშაობ, ასე რომ ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა“, - უთხრა ლო იუანპინმა „სინხუას“ კორესპონდენტს. მიუხედავად ამისა, რუსი პოლიტიკოსის ორეული იმედოვნებს, რომ მისი მოულოდნელი პოპულარობა ცოლის პოვნაში დაეხმარება. ლოს თქმით, ახლა იგი ფიქრობს იმაზე, რომ პროფესია შეიცვალოს და საკუთარი შოუს ორგანიზაცია მოაწყოს. „მაგალითად, შეიძლება კორპორატივებსა და სხვა ღონისძიებებზე გამოსვლა“, - აღნიშნა ლომ. „ჩემი ცხოვრების შეცვლა, ცოლის მოყვანა, ოჯახის შექმნა მინდა“, - დაამატა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3914.html
| |||
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:41 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.