პოლიტიკა: ლევან ვეფხვაძე: ქართველი მინისტრები არაკომპეტენტურები არიან | ![]() | Georgian News | |
![]() „მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე გიგანტური ჰეს-ის მშენებლობაა დაგეგმილი, თუმცა დადგენილი არ არის, რა ტარიფებით მიაწოდებს ისინი ენერგიას ქართულ ენერგოსისტემას და საერთოდ აქვთ თუ არა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულება. მაშინ, როცა ამ ჰეს-ების მშენებლობას ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია, მოსახლეობამ არც კი იცის, რა სარგებელს მოიტანს ისინი. მთავარი მიზეზი, რომელზედაც ენერგეტიკის სამინისტრო საუბრობს, თურქეთში ენერგიის ექსპორტია. ეს ენერგია დაბალი ტარიფებით უნდა მიეწოდებოდეს საქართველოს ენერგოსისტემას ზამთრის სეზონზე. ეს გააიაფებს ელექტროენერგიას, გაზსა და საქართველოში წარმოებული პროდუტების თვითღირებულებას. ეს ქართული ეკონომიკისთვის დიდი სტიმული იქნება, გაიზრდება ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება“, - განაცხადა ვეფხვაძემ. ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით, მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3913.html
| |||
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:41 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.