მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple თავის პროდუქტს უკან იხმობს | World News | ||
კომპანია Apple-მა პირველი თაობის iPod nano პლეერებში აკუმულატორების დეფექტი გამოავლინა და მოწყობილობებს უკან იხმობს. კომპანიის საიტზე იტყობინებიან, რომ „იშვიათ შემთხვევებში“ აკულუმატორი შეიძლება ზედმეტად გახურდეს, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის საშიშია. რაც უფრო „ძველია“ პლეერი, მით უფრო მაღალია გახურების ალბათობა. iPod nano-ს მფლობელებს შესთავაზეს „შეცვლის პროგრამაში“ მონაწილეობა: მოწყობილობის დაბრუნება Apple-ში და მის ნაცვლად ახლის მიღება (საიტზე დაზუსტებული არაა, კერძოდ რომლის მიღებაზეა საუბარი). პროგრამა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. Apple-მა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლო უწესივრობების გამო აკუმულატორების მომწოდებელია დამნაშავე. პოტენციურად საშიში მხოლოდ პირველი თაობის iPod nano პლეერებია, რომლებიც 2005 წლის სექტემბრისა და 2006 წლის დეკემბრის ჩათვლით არსებულ პერიოდში გაიყიდა. პლეერთა მფლობელებს შეუძლიათ შეამოწმონ, ექვემდებარება თუ არა მათი აპარატი შეცვლას, რისთვისაც საჭიროა მისი სერიული ნომრის შეყვანა კომპანიის საიტზე მოცემულ სპეციალურ ფორმაში. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს Apple-მა უკვე მოიხმო უკან პირველი თაობის iPod nano-ის პარტია, მაგრამ მაშინ პროგრამა მხოლოდ სამხრეთ კორეაში მოქმედებდა. iPodnanoპლეერების პირველი თაობა 2005 წელს იქნა წარმოდგენილი. iPodnano-მა შეცვალა iPod mini, რომელიც 2004-2005 წლებში იყიდებოდა. 2010 წელს გამოვიდა მეექვსე თაობის iPod nano პლეერები სენსორული ეკრანით. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3905.html
| |||
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.