პოლიტიკა: ბაქრაძე: მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ ცხინვალის არჩევნები არალეგიტიმურად აღიარა | Georgian News | ||
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები ე. წ. სამხრეთ ოსეთში არალეგიტიმურად აღიარა. როგორც ბაქრაძემ დღეს, 14 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ე. წ. სამხრეთ ოსეთში არც ერთი პროცესი იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად მანამ, სანამ ადამიანები, რომელთა ნება-სურვილი უნდა დაფიქსირდეს, მშობლიურ სახლებში არ დაბრუნდებიან. „პრაქტიკულად მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ასე შეაფასა ეს არჩევნები, მათ შორის ევროკავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ეთნიკური წმენდის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურობაზე პრეტენზია ვერ ექნება. ეს ასე იქნება მანამ, სანამ მოსახლეობა მშობლიურ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას არ მიიღებს“, - თქვა ბაქრაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3904.html
| |||
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:36 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.