ეკონომიკა: ევროპული ბანკები სასწრაფოდ იშორებენ იტალიურ ობლიგაციებს | Business & Economics | ||
ევროპული ბანკები სასწრაფო წესით 300 მლრდ ევროს ოდენობის საერთო თანხის იტალიის მთავრობის ობლიგაციებს ყიდიან. ამის შესახებ გუშინ, 12 ნოემბერს, განაცხადა გავლენიანმა საქმიანმა ყოველკვირეულმა International Financial Review-მ, რომელიც ტომპსონ-რეიტერის საინფორმაციო ჯგუფის გამოცემა გახლავთ. გაყიდვა ტარდება პირობებში, როდესაც ბანკები იტალიის სახელმწიფო ვალის გარშემო სიტუაციის გაუარესებასა და მისი სუვერენული ობლიგაციების გაუფასურებას შიშობენ. ამან შესაძლოა იტალიური ფასიანი ქაღალდების ღირებულების შემდგომი დაცემა და მათ მიხედვით შემოსავლიანობის გაზრდა გამოიწვიოს. „ევროპის ცენტრალური ბანკის (ეცბ) ძალისხმევები, რომლებიც იტალიის ობლიგაციების მიხედვით შემოსავლიანობის ზრდის არდაშვებას უკავშირდება, შესაძლოა ევროპული ბანკების გარე ქმედებებით შეირყეს“, - აღნიშნავს გამოცემა. ევროპის საბანკო მმართველობის გაანგარიშებების თანახმად, 2010 წლის ბოლოსთვის 90 წამყვან ევროპულ ბანკს თავის ანგარიშებზე 326 მლრდ ევროს ოდენობის საერთო თანხის სახელმწიფო ობლიგაციები ჰქონდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3883.html
| |||
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.