პოლიტიკა: დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოს საპარლამენტო უმცირესობა უბრალოდ კომიკურ მდგომარეობაშიაღმოჩნდა | Georgian News | ||
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობამ დეპუტატთა რიცხვის გაზრდის კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი თავი კომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა, მიაჩნია დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, იტყობინება “GHN“. „GHN“-თან საუბრისას ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციას დეპუტატების რიცხვის 190-მდე გაზრდის მორალური და სამართლებრივი ტვირთი დაადო. მისი თქმით, პრეზიდენტისთვის კარგად არის ცნობილი, რომ 2003 წლის რეფერენდუმი უკავშირდებოდა საკითხს, თანახმა იყო თუ არა საქართველოს მოსახლეობა, რომ დეპუტატთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 150 ადამიანს. „რეფერენდუმის შედეგების გადახედვა მხოლოდ რეფერენდუმის მიერ უნდა ხორციელდებოდეს. რეფერენდუმს კანონიერი ძალა აქვს. პრეზიდენტი თავს იკავებს იმისგან, რომ 1 მილიონი ადამიანის ნება-სურვილის წინააღმდეგ წავიდეს და ერთპიროვნულად აიღოს პასუხისმგებლობა. პრეზიდენტის დასახმარებლად მორჩილი საპარლამენტო უმცირესობა მოვიდა. მათ არც კი გაუპროტესტებიათ ის, რომ პრეზიდენტმა დეპუტატების რიცხვის 150-დან 190-მდე ზრდა დაასაბუთა იმით, რომ ამას ოპოზიცია ითხოვს, თავად კი იგი წინააღმდეგი იყო. რეფერენდუმის შედეგების უგულებელყოფა სამართლებრივი ნონსენსია“, - თქვა ლორთქიფანიძემ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3882.html
| |||
Posted by Drakula | 12 Nov 2011, 19:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.