ეკონომიკა: მომავალ წელს ხელფასების სუბსიდირება გაიზრდება | ![]() | Business & Economics | |
![]() ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს შემოსავლები 6 606 025.8 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო. მათგან 6 100 000.0 ათასი გადასახადებზე მოდის, გრანტებზე - 206 025.8 ათასი ლარი, ხოლო სხვა შემოსავლებზე - 300 000.0 ათასი ლარი. გადამუშავებულ ვარიანტში შემოსავლები 6 607 244.7 ათასი ლარი იქნება, რაც ძირითადად დონორთა დაფინანსების ხარჯზე იზრდება. მათგან გადასახადებია 6 100 000.0 ათასი ლარი, გრანტები - 207 144.7 ათასი, სხვა შემოსავლები - 300 000.0 ათასი. პირველადი ვერსიით, ხარჯები უნდა ყოფილიყო 6 131 058.10 ათასი ლარი, რომელთაგან შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა 1 128 073.8 ათასი ლარი, საქონელსა და მომსახურებაზე - 817 683.9, პროცენტებზე - 429 150.1 ათასი, სუბსიდიებზე - 177 404.1 ლარი, გრანტებზე - 1 096 436.2 ათასი, სოციალურ უზრუნველყოფაზე - 1 645 827.6 ათასი, სხვა ხარჯებზე - 836 482.4 ათასი ლარი. გადამუშავებულ ვარიანტში ხარჯები შეადგენს 6 181 516.1 ათას ლარს, რომელთაგან შომის ანაზღაურებაზე მოდის 1 131 858.2 ათასი ლარი, საქონელსა და მომსახურებაზე - 805 827.4, პროცენტებზე - 429 150.1 ათასი, სუბსიდიებზე - 167 566.3 ლარი, გრანტებზე - 1 027 807.6 ათასი, სოციალურ უზრუნველყოფაზე - 1 645 604.6 ათასი, სხვა ხარჯებზე - 973 801.9 ათასი ლარი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3881.html
| |||
Posted by Drakula | 12 Nov 2011, 19:44 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.