პოლიტიკა: მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ლიბერალური რეფორმების მოდელი გახდა | Georgian News | ||
რვა წლის განმავლობაში საქართველოში რეგიონალური მნიშვნელობის ლიბერალური რეფორმები განხორციელდა, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში დემოკრატების საერთაშორისო კავშირის ფორუმზე, იტყობინება “GHN“. „აქ ყველანი ხუთი კონტინენტიდან ჩამოვედით, თითქოს ჩვენ ოჯახურ შეხვედრაზე ვართ, ვინაიდან საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ჩვენ ისეთ საზოგადოებას ვირჩევთ, სადაც თავისუფალი ინდივიდები ცხოვრობენ, და არა ცალკეული სოციალური კლასები“, - თქვა სააკაშვილმა. „ჩვენ ვიცავთ ლიბერალურ დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც რამდენიმე საუკუნის წინ სწორედ ამ ქვეყანაში შეიქმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ოჯახის შესახვედრად ამაზე უკეთესი ადგილი არ არის“, - თქვა პრეზიდენტმა. მისი თქმით, 8 წლის წინ საქართველო კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა იყო, „და რვა წლის წინ ჩვენი ხალხი ქუჩაში იმ პრინციპების დასაცავად გამოვიდა, რომლებმაც დღეს ჩვენ შეგვკრიბა“. „მათ ქუჩაში ის თაობა გამოიყვანეს, რომელმაც საქართველოში რეგიონალური მნიშვნელობის ლიბერალური რეფორმები გაატარა. ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ჩვენ მთელ ქვეყანაში დემოკრატიას ვაშენებთ და საქართველო ლიბერალური რეფორმების მოდელი გახდა“, - თქვა პრეზიდენტმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3877.html
| |||
Posted by Drakula | 12 Nov 2011, 19:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.