საზოგადოება: რუსეთი ქვეყნის უძველეს ქართულ სკოლაში სასწავლო პროგრამიდან ქართულ ენას ამოიღებს | World News | ||
გუშინ, 9 ნოემბერს, საქართველოს სამთავრობო კანცელარიაში თბილისში შვეიცარიის ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრაზე განიხილეს სიტუაცია ერთ-ერთი რუსული სოფლის გარშემო. საუბარია სოჭის მიდამოებში მდებარე სოფელ პლასტუნკას 44-ე სკოლის პრობლემის შესახებ. სასწავლო დაწესებულება ასზე მეტი წლისაა და ადრე ეს ქართული სკოლა იყო. შემდეგ ის ზოგადსაგანმანათებლო გახდა, მაგრამ ქართული ენა სავალდებულო საგნების რიცხვში რჩებოდა. ახლა კი, ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, იგი სასწავლო პროგრამიდან ამოღებულ უნდა იქნას. ამან ადგილობრივი ქართული მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. გუშინ საქართველოს დიასპორის საკითხების სახელმწიფო მინისტრმა მირზა დავითაიამ შვეიცარიის დიპლომატს ამ საკითხის თაობაზე თბილისის პოზიცია გააცნო. სწორედ შვეიცარია ასრულებს შუამავლის როლს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3876.html
| |||
Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.