პოლიტიკა: საქართველოს სსს-ს მოსკოვთან მსო-ს თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტი „ძალიან მნიშვნელოვნად" მიაჩნია | ![]() | Georgian News | |
![]() „ეს არის შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგს ვარაუდობს და აქ, პირველ რიგში, იგულისხმება საქონელბრუნვა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან“, - აღნიშნა კაპანაძემ. „ჩვენ შევთანხმდით იმ კომპანიის მოქმედებების პირობების შესახებ ნოტების გაცვლაზე, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს და აქ ისეთი მნიშვნელოვანი თემები წერია, როგორიცაა ამ კომპანიის ნეიტრალობა, ის, რომ მონიტორები ვერ იქნებიან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები, ის, რომ მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება ექნებათ და მათ მიმართ არ გავრცელდება რაიმე შეზღუდვები და ასე შემდეგ“, - აღნიშნა კაპანაძემ. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსულმა მხარემ შვეიცარიის მხარის მიერ შემუშავებული წინადადებები მიიღო. „ამით ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ორმხრივი მოლაპარაკებები დაასრულეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად დამყარდება საერთაშორისო მონიტორინგი (რუსეთისა და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე)“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3874.html
| |||
Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:56 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.