საზოგადოება: გილაური: 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევას მიიღებენ | Business & Economics | ||
ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან შეხვედრაზე მომავალ ზაფხულში საპენსიო პაკეტის კიდევ ერთხელ გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. „პენსიონერები საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და ყველაზე დაუცველი ნაწილია და მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობაა. ისინი შიმშილისაგან არ უნდა კვდებოდნენ და მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, შვილიშვილებს კანფეტები მაინც უყიდონ, ამასთან, მათ რაიმე უნდა რჩებოდეთ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი მარტო ცხოვრობს და კომუნალური მომსახურებებისთვის გადახდა უწევს. მომავალი წლის ზაფხულში ჩვენ შევიკრიბებით და საპენსიო პაკეტს გადავხედავთ, მსოფლიო ტენდენციებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, პენსიონერთა გარდა ქვეყანაში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ხელფასის გაზრდას საჭიროებენ. „ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ პედაგოგებს ხელფასი გავუზარდეთ, მაგრამ ქვეყანაში მუსიკალური სკოლების პედაგოგები დარჩნენ, რომლებიც ას ლარს იღებენ, რაც არც ხელფასი, და სტიპენდიაც კი არ არის, ქვეყანაში კი ასეთი კიდევ ბევრი ადამიანია. ამისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა საჭირო, რათა ამის დაბალანსება შეგვეძლოს. ერთადერთი, რაზეც გული შემტკივა - ესაა პენსიონერთა პრობლემები და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა სააკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერი თვეში 15 ლარის (დაახლოებით 9 დოლარის) ოდენობის სადაზღვევო პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი. ამას გარდა, 1 სექტემბრიდან 67 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისათვის იგეგმება მინიმალური საპენსიო პაკეტის 140 ლარამდე გაზრდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3869.html
| |||
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.