მეცნიერება-ტექნოლოგიები: „ბილაინი“ საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტს ტესტავს | Georgian News | ||
კომპანია „მობიტელმა“, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მუშაობს, საქართველოში პირველად წარმოადგინა მე-4 თაობის ინტერნეტი (4G), რომელიც LTE (Long term Evaluation) ტექნოლოგიის ბაზაზე ფუნქციონირებს. კომპანიის სათაო თბილისის ოფისის ინფორმაციით, პრეზენტაცია კურორტ ბაკურიანში ინოვაციური ტექნოლოგიუების სპეციალურად მომზადებულ სადემონსტრაციო ზონაში შედგა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მე-4 თაობის ინტერნეტის (4G) ტესტირება განხორციელდება. „მოხარულები ვართ, რომ „ბილაინი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში პირველად განახორციელა 4G-ის ტესტირება. ჩვენთვის, პირველ რიგში, ის ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ ტექნოლოგიურ შესაძლებლობასთან მუშაობის გამოცდილება მივიღეთ. თუმცა ეს მე-4 თაობის ინტერნეტის კომერციული გაშვებაა. იმისათვის, რომ აბონენტებმა მისი გამოყენება შეძლონ, საჭიროა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურების გავლა. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ოპერატორებმა 4G-ზე ლიცენზიის შეძენის შესაძლებლობა მიიღონ, რის შემდეგაც საქართველო იმ 35 ქვეყანასთან შემოერთებას შეძლებს, რომლებშიც უკვე შესაძლებელია 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით სარგებლობა“, - განაცხადა „მობიტელის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა. უკვე რამდენიმე თვეა, „ბილაინი“ აქტიურად აფართოვებს დაფარვის არეალს. „ბილაინის“ კავშირით სარგებლობა თავისუფლად შეიძლება დიდ ქალაქებსა და ძირითად ტრასებზე. მუშაობა წარმოებს მთიან რეგიონებზე, რომელთა ათვისებაც შედარებით რთულია. რუსულმა კომპანია „ვიმპელ-კომუნიკაციებმა“, რომელიც Beeline-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ მუშაობს, ფიჭური კავშირგაბმულობის ქართულ ოპერატორ შპს „მობიტელის“ 51%, ასევე დარჩენილი 49%-ის შეძენის ოფციონი 2006 წელს 12.6 მლნ დოლარად შეიძინა. შპს „მობიტელს“ GSM-1800 სტანდარტით ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებების გაწევის ლიცენზიები აქვს, რომელთა მოქმედების ვადა 2013 წლის ნახევარში ამოიწურება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3867.html
| |||
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.