ეკონომიკა: სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს | Business & Economics | ||
სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს. ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო ვალი საჯარო სექტორში დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს, რაც საგანგაშო არ არის, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. „ეს ის ზღვარია, როდესაც განვითარებადმა ქვეყანამ უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი მისი შემცირების შესახებ. ეს ვალი, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან არის აღებული, რაც ნიშნავს, რომ იგი მართვადია და სხვა ქვეყნების ბაზრებზე დამოკიდებული არ არის. ეს დადებითი მომენტია“, - აღნიშნა გარდნერმა. მისი თქმით, საქართველოს არა აქვს ისეთი ფუფუნება, რომ ესოდენ მაღალი საგარეო ვალი ჰქონდეს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3866.html
| |||
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.