ეკონომიკა: გარდნერი: გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლებაახდენდესგავლენას | Business & Economics | ||
გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლება ახდენდეს გავლენას, - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს, 8 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელმა ედვარდ გარდნერმა, რომელიც თბილისში იმყოფება. მისი თქმით, ქართულ ეკონომიკაზე გავლენა სავაჭრო არხების, უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მეშვეობით შეიძლება ხორციელდებოდეს. როგორც გარდნერმა აღნიშნა, საქართველოში ფულადი სახსრები ძირითადად რუსეთიდან და საბერძნეთიდან მოდის. მისი შეფასებით, რუსეთში სიტუაცია შედარებით სტაბილურია, ხოლო საბერძნეთში დაძაბულობამ შესაძლოა საქართველოზეც მოახდინოს ნეგატიური გავლენა. გარდნერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი მაჩვენებელი შთამბეჭდავია და მიმდინარე წლის ბოლოსთვის 6% იქნება. მისი ვარაუდით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3865.html
| |||
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:23 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.