aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: კომპანიები „გუდვილი“ და „G.Mart“ გაერთიანდნენ Business & Economics  Business & Economics 
კომპანიები „გუდვილი“ და „G.Mart“ ბაზარზე „გუდვილის“ ბრენდის ქვეშ გააგრძელებენ ოპერირებას. როგორც კომპანიაში იტყობინებიან, ასეთი გადაწყვეტილება ორივე კომპანიის მენეჯმენტმა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. იქვე აღნიშნავენ, რომ კომპანიას იურიდიული რეკვიზიტები „G.Mart“-სგან ექნება, ხოლო სახელი საერთო კომპანიას ექნება „Goodwill“.



„კომპანიების „გუდვილისა“ და „G.Mart“-ის გაერთიანება გაძლიერებას ნიშნავს. «G.Mart“-ის შექმნის დღიდან ჩვენ ვაცხადებდით, რომ პარტნიორები ვართ და ჩვენ შორის დიდი კონკურენცია არ იქნება. კომპანია „G.Mart“-ის შექმნიდან წელიწადნახევარი გავიდა და ამ დროის განმავლობაში რაიონთა მაცხოვრებლების შესყიდვების კულტურა აბსოლუტურად შეიცვალა. აქამდე არსებული მოუწესრიგებელი ბაზრობები „G.Mart“-ის წინადადებების მიხედვით შეიცვალა. ამასთან ერთად, შეიქმნა პრეცენდენტი, რომლის მიხედვითაც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებმა შესყიდვების კომფორტულად განხორციელება შეძლეს. „G.Mart“-ს მენეჯერთა ძლიერი გუნდი ჰყავს. ისინი ბიზნესის განვითარების პერსპექტივას სწორად ხედავენ. ამ გაერთიანებით ჩვენ მომავალ კონკურენციას ვემზადებით, რომელიც საცალო ბაზარზე შეიძლება წარმოიშვას. ეს საერთო მიზანია, რომელიც ყველა რესურსის ოპტიმიზაციას ემსახურება. გაძლიერდა ადამიანური, საწარმოო, ტექნოლოგიური რესრუსები. დარწმუნებული ვარ, ორივე მხარემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გაერთიანების შედეგად მოგებას, პირველ რიგში, მომხმარებელი ნახავს“, - განაცხადა კომპანია „Goodwill“-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჭარკვიანმა და აღნიშნა, რომ „მომავალში საფასო პოლიტიკა უფრო ლიბერალური გახდება“.


„გაერთიანდება დაგროვების სისტემაც და მომხმარებელი ერთი საერთო ბარათით ისარგებლებს. ცხადია, უკვე დაგროვებული ქულები მათ შეუნარჩუნდებათ“, - აღნიშნა ჭარკვიანმა.


მისივე თქმით, დეკემბერში კომპანია მომხმარებელს კიდევ ერთ ჰიპერმარკეტს შესთავაზებს, რომელიც დედაქალაქში ქავთარაძის ქუჩაზე განთავსდება.


პარალელურად, კომპანია „გუდვილი“ ბაზარზე ახალ ბრენდს ავითარებს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3848.html
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:09 | News »
 

"ეკონომიკა: კომპანიები „გუდვილი“ და „G.Mart“ გაერთიანდნენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 December 2024
  • English Georgian