პოლიტიკა: „ქართული პარტია“: ბიძინა ივანიშვილის განცხადება პროვოკაციაა და 90-იანი წლების რუსეთს ჰგავს | ![]() | Georgian News | |
![]() პარტიაში აღნიშნავენ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ივანიშვილს ტელეარხ „მაესტროზე“ საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა. „ჩვენ ივანიშვილისაგან მორიგი განცხადება მოვისმინეთ იმაზე, რომ სუბარმა „ქართული პარტიიდან“ წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მიუხედავად კამპანიისა, რომელიც ბოლო დროს მედიაში ტარდება, თითქოს-და სუბარმა პარტია დატოვა, მისგან დამადასტურებელი განცხადება არავის უნახავს. ამ დროს, ბიძინა ივანიშვილის განცხადება აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთში 90-იანი წლების ბოლოს ბიზნესის კეთების პრინციპს ჰგავს: თუ ქარხანას ვერ ყიდულობ, მისი დირექტორი უნდა იყიდო“, - აღნიშნულია განცხადებაში. „ქართული პარტია“ აცხადებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მაქსიმალურად ეფექტურად ბრძოლის მიდგომა აიძულებს მათ, კონსტრუქციულობა შეინარჩუნონ და არ ჩაერთონ ოპოზიციის ისეთ პოლიტიკაში, რომელიც მათ საერთო მიზნის მიღწევას დააშორებს. „ამიტომ ბიძინა ივანიშვილს მივმართავთ, დაე მისი შეფასებები ფაქტობრივ გარემოებებზე არ დაემსგავსოს მკითხაობას, რაზეც იგი თავად მიუთითებს ზოგიერთ ტელეარხს“, - აღნიშნულია განცხადებაში. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3844.html
| |||
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:07 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.