მეცნიერება-ტექნოლოგიები: ვინ ლიდერობს პორტირების კამპანიაში? | ![]() | Georgian News | |
![]() კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ პორტირების შედეგად „ბანმა“ 70 ათასი აბონენტი მიიღო და ყველა რეკორდი მოხსნა. მთლიანობაში კი „ბანის“ აბონენტთა რაოდენობამ 600 ათასს მიღწია. ირაკლი ლობჟანიძის თქმით, ბოლო 3-4 თვის მონაცემებით, პორტირების შედეგად, „მაგთიში“ გადასულთა რაოდენობა კომპანიიდან წასულ აბონენტთა რიცხვს აჭარბებს, ეს კი მათთვის წარმატებაა. „ჯეოსელში“ ირწმუნებიან, რომ პორტირების პროცესში ლიდერები ისინი არიან. მათი განმარტებით, პორტირების შედეგად კომპანიამ ბაზარზე ლიდერობა განამტკიცა. „ჯეოსელის“ წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის ისინი ბაზრის 44%-ს აკონტროლებენ. ამავდროულად, „ბილაინის“ ინფორმაციის თანახმად, „მაგთიკომის“ ბრენდმა - „ბანმა“ 70 ათასი აბონენტი შიდა პორტირების შედეგად მიიღო, ეს კი გათვალისწინებულ უნდა იქნას. მათივე თქმით, პორტირების კამპანია „ბილაინისთვის“ წარმატებული იყო, რამდენადაც მათ მცირე დანახარჯებით დიდი შედეგები მიიღეს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3834.html
| |||
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 20:30 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.