ეკონომიკა: რუსული ბაზარი საქართველოსთვის არასაიმედოა - პრემიერი | ![]() | Business & Economics | |
![]() „იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსული ბაზარი გაიხსნება ჩვენთვის, სამწუხაროდ, ეს არასაიმედო ბაზარია, რაც ბელორუსიის, მოლდოვის მაგალითზე დამტკიცდა...“, - აღნიშნა გილაურმა, როდესაც საუბრობდა თემებზე, რომლებსაც ბიზნესმენთა მხრიდან შეხვედრის მსვლელობაში განიხილავდნენ. პრემიერის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაიხსნება, თუმცა „ეს ჩვენი ეკონომიკისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არ იქნება“. „ეს არ მოხდება, ვინაიდან ქართული ეკონომიკა და ვაჭრობა უკვე საკმარისად დივერსიფიცირებულია“, - ხაზი გაუსვა პრემიერმა. ქართულ ექსპორტსა და საინვესტიციო პროცესზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენის შესახებ საუბრის დროს, გილაურმა აღნიშნა, რომ „გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ეკონომიკა, როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტირების თვალსაზრისით, დივერსიფიცირებულია, დიდი პრობლემები მოსალოდნელი არ არის“. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3798.html
| |||
Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:13 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.