ეკონომიკა: სსფ: ევროპის ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ორმაგად აისახება | Business & Economics | ||
ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ორმაგად აისახება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ედვარდ გარდნერის თქმით, ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე ორმხრივი გავლენა ექნება. „მიმაჩნია, რომ მთელი მსოფლიო საკმაოდ რთულ პერიოდს იწყება და ამას საქართველოზე ორმხრივი ეფექტი ექნება. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ მიზნობრივი საექსპორტო ქვეყნები არ გაიზრდება ისევე ამბიციურად, როგორც ეს მიმდინარე წელს იყო. მეორე ეფექტი იმაშია, რომ ევროპაში ეკონომიკური არამდგრადობის გათვალისწინებით საკმაოდ გართულდება მისაწვდომობა კერძო კაპიტალთან“, - განაცხადა გარდნერმა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ მიუხედავად არსებული ეკონომიკური კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, მაგრამ არა ისე, როგორც 2011 წელს, მაგრამ 2012 წელსაც საქართველოში ეკონომიკური განვითარების ზრდის ტენდენცია იქნება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3797.html
| |||
Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:12 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.