aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება Business & Economics  Business & Economics 
საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება. ამის შესახებ გუშინ, 1 ოქტომბერს, ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხის თაობაზე მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გახლავთ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი 31 ნოემბერს ბათუმში საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის გამართული შეხვედრის მსვლელობაში დაზუსტდა.



კაპანაძემ აღნიშნა, რომ „ეს შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დაზუსტდა“. კერძოდ, მისი თქმით, „გადაწყდა საკითხი იმაზე, თუ ვინ იქნება მესამე ნეიტრალური მხარე, რომლის ეგიდის ქვეშაც საერთაშორისო დამკვირვებლები იმოქმედებენ“. „მიღწეულ იქნა შეთანხმებულობა, რომ დამკვირვებლები შვეიცარიის ეგიდის ქვეშ იმოქმედებენ“, - განაცხადა კაპანაძემ. მან თქვა, რომ „საქათველოსა და რუსეთს შორის ტვირთებით ვაჭრობისა და მათი გადაადგილების მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდის ქვეშ განხორციელდება“. „ეს ოფიციალური მოსკოვის ერთ-ერთი წინადადებებაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


მან ასევე განაცხადა, რომ „შვეიცარიის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი უცვლელი რჩება“. „დოკუმენტის მთავარი არსი იმაშია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ვაჭრობისა და იმ ტვირთების მონიტორინგს განახორციელებენ, რომლებიც შედის სავაჭრო დერეფნებში საქართველოსა და რუსეთს შორის, კონკრეტულად კი, ქართულ-რუსული სახელმწიფო საზღვრის ცხინვალისა და აფხაზეთის მონაკვეთებსა და „ზემო ლარსზე“ გადის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


კაპანაძემ თქვა, რომ დოკუმენტის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტის მიხედვით „საქართველოსა და შვეიცარიის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა“. „მოსალოდნელია, რომ დღეს დღის განმავლობაში რუსული მხარე აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით თავისი საბოლოო პოზიციის შესახებ შეგვატყობინებს“, - განაცხადა მან.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3793.html
Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:09 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian