ეკონომიკა: „ბორჯომი“ უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება | Business & Economics | ||
„ბორჯომი“ უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება. ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახურმა განაცხადა. ქართული მინერალური წყლის მომხმარებელთა შორისაა პოსტსაბჭოთა სივრცის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ახალი ზელანდიაც კი. ამას გარდა, „IDSბორჯომი საქართველოს“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე გაყიდვების ზრდამ უკვე შეადგინა 22 პროცენტი. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართული მინერალური წყალი 2006 წელს რუსეთში აკრძალეს. გენადი ონიშენკოს უწყებაში - „როსპოტრებნადზორში“ უკვე ჩატარდა მოლაპარაკებები პროდუქციის დაბრუნების თაობაზე. მაგრამ შედეგი ჯერ არ ყოფილა. კომპანიის მწარმოებლები რუსულ ბაზარზე დაბრუნებას არ ჩქარობენ, ვინაიდან მათი საქმიანობისადმი პოლიტიზირებული მიდგომისა ეშინიათ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3790.html
| |||
Posted by Drakula | 01 Nov 2011, 20:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.