საზოგადოება: ბრიტანელთა ახალ თაობას ალკოჰოლოზმი ემუქრება | World News | ||
ბრიტანელი მოზარდების მნიშვნელოვანი რიცხვი იმაზე უფრო მეტ ალკოჰოლს სვამს, ვიდრე კვირის რეკომენდებული ნორმაა ზრდასრულებისთვის. ამას 80 ათასზე მეტი ბრიტანელი სკოლის მოსწავლეების გამოკითხვის შედეგები მოწმობს. გამოკითხული 12 წლის მოსწავლეების 4% ირწმუნებოდა, რომ კვირაში ალკოჰოლის 28-ზე მეტ ერთეულს სვამს, რაც 19 ჭიქა ღვინის ეკვივალენტურია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, 15 წლამდე ბავშვები საერთოდ არ უნდა სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და მთავრობა იღებს ზომებს იმისათვის, რათა გააფრთხილოს მოზარდთა მიერ სპირტიანი სასმელების ზედმეტი გამოყენების შესახებ. ამავდროულად, როგორც გამოკითხვამ აჩვენა, სკოლის მოსწავლეთა შორის უფრო ნაკლები მწეველი გახდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3788.html
| |||
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.