მეცნიერება-ტექნოლოგიები: საფრანგეთში მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა გაიხსნა | ![]() | World News | |
![]() საყიდლების გაკეთებამდე საჭიროა რეგისტრაციის პროცედურის გავლა. ამის მერე ინტერნეტ-ბაზრის სტუმარი ვირტუალურ საგამოფენო ცენტრში ხვდება. მის წინაშე რამდენიმე პავილიონია: „ავეჯი“, „სპორტული საქონელი“, „გასტრონომია“, „კოსმეტიკა“ და „მომსახურებები“. თითოეული მათგანი შემოთავაზებული პროდუქციის ტიპით ხუთ სექციად არის დაყოფილი. ასე, მაგალითად, პავილიონში „მომსახურებები“ შესაძლებელია იმ კომპანიების არჩევა, რომლებიც სასტუმრო ბიზნესითაა დაკავებული, ან მოგზაურობების ორგანიზაციაზეა სპეციალიზებული. ყველა ფირმას საკუთარი ვირტუალური სტენდი აქვს. მათზე წარმოდგენილია საქონლის ვიდეომიმოხილვები, მყიდველთა გამოხმაურებები, სარეკლამო ბროშურები. აქვე მოწონილი ნივთის შეკვეთაც შეიძლება. ამასთან, გამყიდველი, ისევე, როგორც ჩვეულებრივ ბაზარზე, ფასდაკლებას შემოგთავაზებთ. თუ პავილიონებზე ბოდიალი მოგბეზრდებათ, სტუმრებს სთავაზობენ ვირტუალურ საკონცერტო დარბაზს: მაყურებლებს შეუძლიათ კონცერტების ვიდეოჩანაწერების არჩევა და სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ონლაინ-რეჟიმში მუსიკოსებთან ურთიერთობა. ინტერნეტ-ბაზრობის შემუშავებაზე Aerial Conseil-მა დაახლოებით 100 ათასი ევრო დახარჯა. მასზე სტენდის იჯარით აღება გამყიდველს 600-1200 ევრო დაუჯდება. ვირტუალური ბაზარი სტუმრებისთვის მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე იქნება გახსნილი. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3787.html
| |||
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:51 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.