aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: საქართველომ რუსეთს მსო-ში ყველაფერი დაუთმო, რაც შეეძლო Georgian News  Georgian News 
ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი გამხდარიყო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, ბრიფინგზე. გასული კვირის ბოლოს ქართულმა სსს-მ განაცხადა, რომ საქართველო შვეიცარული მხარის კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა ქვეყანამ, რუსეთსა და საქართველოს მსო-სთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე შესთავაზა. კალანდაძემ შეთანხმების დეტალების კონკრეტიზაციისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.



„ჯერჯერობით შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ადრეა. თუმცა, მთავარია, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთისთვის მსო-ს წევრად გახდომის შესაძლებლობა მიეცა. საქართველო მრავალ კომპრომისზე წავიდა, რათა ქართული პოზიცია და საბოლოო დოკუმენტი რუსეთისთვის მისაღები ყოფილიყო“, - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, დოკუმენტში საქართველოს პრინციპული მოთხოვნაა გათვალისწინებული.


„ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ არ მომხდარიყო დიფერენციაცია ოკუპირებულ და არაოკუპირებულ საქართველოს შორის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


რაც შეეხება ტვირთების მონიტორინგს საქართველოსა და რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, კალანდაძის თქმით, ამ ეტაპზე გათვალისწინებულია საერთაშორისო დამკვირვებელთა მონიტორინგი.


„ის, თუ კონტროლის რა ფორმა იქნება მითითებული საბოლოო დოკუმენტში, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მთავარი პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს სრულფასოვანი დოკუმენტია, რომლითაც ხელმძღვანელობას ორივე მხარე (რუსეთი და საქართველო) შეძლებს“, - თქვა საქართველოს სსს-ის უფროსის მოადგილემ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3786.html
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:50 | News »
 

"პოლიტიკა: საქართველომ რუსეთს მსო-ში ყველაფერი დაუთმო, რაც შეეძლო" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian