ეკონომიკა: ივანიშვილის ბანკმა საქართველოს ეროვნული ბანკის დახმარებაზე უარი თქვა | Business & Economics | ||
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მიუხედავად შემოთავაზებული დახმარებისა, ბანკ „ქართუმ“ შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა. როგორც მან დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ბანკ „ქართუს“ ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება. „ჩვენ მათ ფინანსური თვალსაზრისით დახმარება შევთავაზეთ. სამწუხაროდ, შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ისინი საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანასა და იმ სფეროს წარმომადგენლებად გახდომას ცდილობენ, სადაც საბანკო სექტორს არაფერი ესაქმება. ჩვენ შემოთავაზებას დახმარების თაობაზე მოჰყვა ბანკ „ქართუს“ განცხადება იმის შესახებ, რომ მათ ფინანსური დახმარება არ სჭირდებათ და ეს ნამდვილად ასეა. ეს იმის დასტურია, რომ „ქართუს“ ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ბანკ „ქართუს“ იმ 2 მლნ დოლარისა და 1 მლნ ევროს კომპენსირება შესთავაზა, რომლებიც პოლიციამ ფულის გათეთრების ბრალდებით საინკასატორო მანქანის დაკავების დრომ ჩამოართვა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3772.html
| |||
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.