ეს საინტერესოა: საბაჟო კავშირი მწარმოებლებს სიგარეტებზე „საშინელი“ სურათების განთავსებას დაავალდებულებს | World News | ||
2014 წელს საბაჟო კავშირის (სკ) ქვეყნებში შეიძლება ძალაში შევიდეს კანონი, რომელიც მწარმოებლებს სიგარეტის კოლოფებზე მოწევის შედეგების სურათების ან ფოტოების დატანას დაავალდებულებს. ამის შესახებ შეტყობინებულია პროექტში „ტექნიკური რეგლამენტი თამბაქოს პროდუქციაზე“, რომელიც საჯარო განხილვისთვის სკ-ის კომისიის საიტზეა ხელმისაწვდომი. დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ მოწევის მავნებლობის შესახებ გაფრთხილებების ესკიზები უკვე მუშავდება ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ. ამას გარდა, 2014 წლიდან იგეგმება აიკრძალოს კოლოფებზე დატანა ტერმინებისა „მსუბუქი“, „რბილი“, ასევე ცნობებისა სიგარეტების გემოს ხარისხის შესახებ, მაგალითად, „ალუბალი“, „პიტნა“, „ვაშლი“. ახალ რეგლამენტში შემოთავაზებული ყველა ზომა უკვე მიღებულია ან განიხილება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში წარწერები „მსუბუქი“ და „რბილი“ უკვე 2003 წელს აიკრძალა. 2005 წელს ასეთივე აკრძალვა ავსტრალიაში შემოიღეს. პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქოს ხმარების გრაფიკულ ანტიპროპაგანდას მიმართა, კანადა გახდა. ამ სახელმწიფოში ჯერ კიდევ 2000 წელს მწარმოებლებს სიგარეტის კოლოფებზე მოწევის შედეგების გამოსახულებების დატანა დაავალდებულეს. თამბაქოს კომპანიები ტრადიციულად ამგვარი ზომების წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს ზომები მწეველთა უფლებებს ზღუდავს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3771.html
| |||
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.