ეს საინტერესოა: Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი პიროვნებების სია შეადგინა | ![]() | World News | |
![]() 2011 წლის რეიტინგში მეორე ადგილი Forbes-ის მსგავსი სიების ხშირმა სტუმარმა, როკ-ენ-როლის მეფემ ელვის პრესლიმ დაიკავა. ჩანაწერებისა და მუსიკოსის მონაწილეობით სხვა მასალების რეალიზაციამ მის მემკვიდრეებს 55 მილიონი დოლარი მოუტანა. პრესლის სიაში მოსდევს მერილინ მონრო, რომელმაც 27 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი „მიიღო“. ამას გარდა, მდიდარი გარდაცვლილი პიროვნებების სიაში მოხვდა The Beatles-ის ორი მონაწილე: ჯონ ლენონი (მე-5 ადგილი და 12 მილიონი დოლარი) და ჯორჯ ჰარისონი (მე-13 ადგილი და 6 მილიონი). რეიტინგის „ახალბედებს“ შორის შეიძლება აღინიშნოს ელიზაბეტ ტეილორი, რომელიც 2011 წლის მარტში გარდაიცვალა და რომელიც უმდიდრესი გარდაცვლილი ვარსკვლავების სიაში მეხუთე ადგილზე მოხვდა (მან ეს პოზიცია ლენონთან გაიყო, ვინაიდან ასევე 12 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი „მიიღო“). Forbes ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ადამიანების სიას ყოველწლიურად ჰელოუინის წინადღეებში ადგენს, რომელიც 1 ნოემბრის ღამით აღინიშნება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3767.html
| |||
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:52 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.